რა ღონისძიებები გაიმართება ოზურგეთში 26 მაისის აღსანიშნავად

26 მაისის აღსანიშნავად ოზურგეთში სამზადისი მიმდინარეობს – ხვალ, თეატრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.
26 მაისის პროგრამა:
🕚 11:00 სთ – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს. ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
🕦 11:30 სთ – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა;
🕛 12:00 სთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეების დათვალიერება (პავილიონები, ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა);
🕐 13:00 სთ – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;
🕔 17:10 სთ – შესრულდება ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიეძღვნება;
🕠 17:30 სთ – ჩატარდება დასკვნითი კონცერტი მოწვეული სტუმრების მონაწილეობით: აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად;
🕖 19:00 სთ – კონცერტის დასასრული, კულმინაცია ბუშტების და ფერადი ფოიერვერკის გაშვება.
მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით იმართება. ოზურგეთის ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით ტარდება.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share