მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს განცხადებით, უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა.
“ნებისმიერი ეკლესიის მხრიდან უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო. რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა. არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. არ ვიცი, სინდისის წინაშე თავს როგორ გაიმართლებს.
მე მოველოდი, რომ ძმა კირილე წინააღმდეგობას გაწევდა ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, საჭიროების შემთხვევაში, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, მე ვერ დაგეთანხმებით თქვენ, მე უნდა გადავდგე”,-თქვა
ცნობისთის, რუსეთის პატრიარქი კირილე მხარს უჭერს ომს უკრაინაში და მას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.