სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216.2 ათასი შეადგინა, რაც 3.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 144.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 164.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 47.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.4 პროცენტს შეადგენდა.
2022 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (31.2 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთში, შესაბამისად, 102.8 ათასი და 26.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318.8 ლარი შეადგინა,”- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.