1800 მოწვეული სტუმარი და მედიისთვის დახურული წვეულება – მთაწმინდის პარკში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მიმდინარეობს. ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სამთავრობო ექსპერტები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. პრემიერის სახელით გამართული მიღების სტუმართა სია მკაცრად გაწერილი და გაფილტრულია.
სტუმრებს შორის არ არის ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებამ მიღებაზე არ მიიწვია. საზეიმო შეხვედრას ასევე არ ესწრება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ოფიციალური განცხადებით კელი დეგნანი, რომელიც ბოლო დღეებში ქართული ოცნების თავდასხმის სამიზნე გახდა, შვებულებაშია.
მთავარი არხი