“ნიკა გვარამია გამოვა და მიხეილ სააკაშვილი კვდება” – ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან

ნიკა გვარამიას პირველი ინტერვიუ ციხიდან – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია ევროკავშირმა საქართველო მიიღოს:

“მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი…ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს. არ ჩათვლიან ისინი ამას.” ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share