ღუდუშაური ოპოზიციას: “ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ”

“ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა:

“ისე იქცეოდით, ბატონ რატის ხატია დეკანოიძე ეძებდა, ხომ არ წავიდაო. იუსტიციის მინისტრი ხომ არ წავიდაო. სადაც იმალება თქვენი კრიმინალი მინისტრი ადეიშვილი, იქაც რომ ადამიანები პანღურის რტყმევით დასდევენ. თქვენ მაინც ნუ მოიქცევით ისე, რომ ადამიანებმა პანღურის რტყმა დაგიწყოთ, როგორც იმას. ცოტა დაფიქრდით და აზრიანად მოეკიდეთ იმას, რაზეც საუბრობთ. ამბობთ, რომ ციხეში რამე უფლებები ირღვევა? მაგისთვის მარტივი ტესტი არსებობს – ისტორიულ მინიმუმზე არის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი – 154 და თქვენ დროს იყო 700, 800, 900.

მინდა, რომ საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას იოტისოდენა პატივი მაინც სცეთ. ის რომ დადის და გარბის და პანჩურებს რომ ურტყამენ, ისე არ მოიქცეთ, რომ მართლა პანჩურების რტყმით პოლიტიკიდან ხომ გაგაგდეთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ მოგექცნენ” – თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share