რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინულ ქალაქ ლიმანს სრულად აკონტროლებენ. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებდა, რომ რუსეთმა ლიმანის დიდ ნაწილზე კონტროლი 27 მაისს დაამყარა, რაც დონბასზე შეტევის მომდევნო ეტაპის სამზადისი იყო.
“ლიმანს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან აქ მსხვილი სარკინიგზო კვანძი მდებარეობს, ამასთან, აქვს ჩრდილოეთ დონეცის ხიდებზე წვდომა”, – აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.