ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ პოლონეთი რისკავს წარსულად იქცეს ისევე სწრაფად, როგორც ქვეყნად იქცა, „თუ ის არ შეწყვეტს ყეფას“.
„რაც არ უნდა იყვიროს უკრაინულმა და დასავლურმა მედიამ რუსეთის ჯარების ვითომდა წარუმატებელ მცდელობებზე დონბასის აღების შესახებ, სინამდვილეში სიტუაცია საპირისპიროა… ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას და საყვედურს. პოლონეთი წარსულად იქცევა ისევე სწრაფად, როგორც ქვეყნად იქცა, თუ არ შეწყვეტს ყეფას“, – განაცხადა კადიროვმა.