მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ უნდათ- უნდათ არ უნდათ, კარგად იყვნენ – კობახიძე ოპოზიციაზე

მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ?! უნდათ. არ უნდათ – კარგად იყვნენ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ფასილიტატორებისგან დამოუკიდებელი მოლაპარაკებები “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან”.

„მე იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვებს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები”,- განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share