”ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო მოქმედებებთან, რა თქმა უნდა, იქნება აღქმული ისე, როგორც იქნება აღქმული. შესაბამისად, ის, ვინც ამას ითხოვს და ამისკენ მოგვიწოდებს, ზოგიერთი უნებლიეთ, მაგრამ ბევრი – ნებსით, აქეთკენაა მიმართული, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, რა თქმა უნდა, ის არ განიხილება და ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, გამორიცხულია.”
აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძენ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.