ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა, დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილმა, პროტესტის ნიშნად დღეს დატოვა.
ნიკოლაშვილმა სხდომის დატოვება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების განხორციელებული ქმედებების გამო გადაწყვიტა:
“შეუძლებელია ამ საბჭოტაქ ნაფტალინით გაჟღენთილ დარბაზში იჰდე მაშინ, როცა ხელისუფლება კანონის სრული იგნორირებით აპატიმრებს მედია მენეჯერს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების გამო, ასევე კლავს მესამე პრეზიდენტს ციხეში პოლიტიკური შურისძიების გამო და აპატიმრებს ნებისმიერს ვინც გაბედავს და იტყვის რაიმე კრიტიკულს, ან მეტიც, გაფიქრების გულისტვისაც კი” – გვითხრა სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლაშვილმა.
საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე სამი საკითხი განიხილა, მათ სორის ბიუჯეტში ცვლიოლებები და დაამტკიცა.
დარბაზი ოდნავ მოგვიანებით შალვა თავდიშვილმა, ხათუნა თავდიშვილმა და ირინა თუთბერიძემ, თუმცა ყველა მათგანმა განცხადების გარეშე.
ყველა დანარჩენმა დეპუტატმა მთავრი ოპოზიციური პარტიიდან სხდომის მუშაობასა და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს.