“ბერმა, ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვა, ღმერთო, ასე შორს, როგორ გაგაძევეს “საკუთარმა ჯარისკაცებმა” ?”

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დრირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ბერმა, ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვა.

ციხემ მკერდიდან ჯვარი შეხსნა კაცს და ამანათით ოჯახს გადასცა.
ღმერთო, ასე შორს, როგორ გაგაძევეს “საკუთარმა ჯარისკაცებმა” ?
ვისი დედაა ეს ეკლესია? ეშმაკების?”
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.”

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share