ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს და არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელმაც “გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია”
განცხადებაში საუბარია საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე, ამავე კონტექსტში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის საქმე.
EPP აღნიშნავს, რომ “გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა – მათ შორის აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა – და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია”.
EPP მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართვლოს ხელისუფლებას აკისრებს.
“EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე – ასევე, უფრო ფართოდ, რადგან ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ – სერიოზულად ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს” , – ვკითხულობთ განცხადებაში.