EPP-ს მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადება “ნაწილია ოპოზიციის კამპანიის”, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

“ვნახეთ ჩვენ განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს იყო ენმ-ს მომზადებული ტექსტი, ამ ტექსტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რაც ვნახეთ ამ განცხადებაში, რომ ამ დროს როცა დარჩენილია რამდენიმე დღე, იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ, შემდეგ ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები მიიღოს ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული ასე ვთქვათ კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ  ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც აცდენილია ქვეყნის და ხალხის ინტერესს”, – თქვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის ცარიელი სკამი “მძიმე სურათი იყო, რადგან ამით EPP-მ მართლმსაჯულების იდეას დასცინა”. მისივე თქმით, პარტიის მხირდან მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟი ევროპული ღირებულება არაა.

“ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სურათი იყო, ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას”, – თქვა მან.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მიწვეული იყო გუშინ დარბაზში მისი ცარიელი სკამი იდგა. ყრილობაზე სიტყვით “ნაციონალური მოძრაობს” თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვიდა. პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკმა კი მესამე პრეზიდენტის წერილი წაიკითხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share