„რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს”,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს – ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტს ბლოკავს და მეორე ხელით, ცდილობს, ბრალი უკრაინას დასდოს. უკრაინა მუშაობს გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოპერაციაზე პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სავაჭრო გზას, უსაფრთხოების რისკების გარეშე“, -აცხადებს კულება.