ევროპული გზავნილი “ოცნებას” და “ოცნების” პასუხი ევროპას – EPP-ს ჟესტით გაღიზიანებული ხელისუფლება

ევროპული გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლებას. მმართველი პარტიის ლიდერები გაღიზიანებას ვერ მალავენ. თავისუფალი სავარძელი მიხეილ სააკაშვილისთვის, ადგილი უკრაინელ პოლიტპატიმარ იულია ტიმოშენკოს გვერდით და ევროპის უმსხვილესი პარტიის პრეზიდენტის მიერ წაკითხული მიმართვა – მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერის ასეთი ღია გამოხატულება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს წონასწორობას აკარგინებს.

სიმბოლიზმით გაჯერებულ კრიტიკას თბილისში მხოლოდ ხისტი უკმეხობით პასუხობენ. ხელისუფლების ლიდერებმა დღეს საპასუხო ბრალდებებით მხოლოდ ის შეძლეს, რომ კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოს ევროპული მომავალი.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share