ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში დღეს ხელფასის მიღების მოთხოვნით უკვე ყოფილი თანამშრომლებიც მივიდნენ, ისინი ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წინასაახალწლოდ სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა, ხელფასი კი არ აუნაზღაურებია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თანამშრომლებს თვეების განმავლობაში ატყუებდა, გამომუშავებული ანაზღაურება კი დღემდე არ გადაუხდია, რის გამოც 100-მდე დამლაგებელი და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი გაიფიცა.
ახალი წლის წინა დღეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დღეს არავის აუხსნია რა მიზეზით არ აძლევენ გამომუშავებულ თანხას ან როდის შეძლებენ მის გადახდას.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს კი არც ამ შემთხვევაში სჯერათ, რომ მოქალაქეები ფაქტობრივად მშიერი დარჩნენ.
ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანმა პროექტმა, რომელსაც ქუთაისისათვის მნიშვნელობითა და მოქალაქეების დასაქმების თვალსაზრისით პარლამენტი უნდა შეეცვალა, გაწეული შრომის ანაზღაურება დამლაგებლებისა და ტექნიკური პერსონალისთვის ვერ შეძლო.