არ მგონია, რომ სააკაშვილი წამებაში ყავდეთ, ეს “ოცნებას” არ აწყობს – ხვიჩია

”სააკაშვილს ექცევიან როგორც პატიმარს. სააკაშვილი უნდა იყოს თუ არა პატიმარი ეს სხვა საუბრის საგანია. ისე როგორც ციხეში პატიმრებს ექცევიან, არ მგონია, რომ სააკაშვილი წამებაში ყავდეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე ციხეში ყოფნაც, ზოგადად, წამება მგონია. ისე, როგორც პატიმარს აწამებენ, მე მაგის არ მჯერა. პირიქით, საავადმყოფოშიც ყავთ და არ აწყობს “ოცნებას”, რომ სააკაშვილს რამე დაემართოს”.

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share