ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივარის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს. თავის მხრივ კომპენსაციის სახით დეპის მხარე ჰერდს 2 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ამბერ ჰერდი, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა ჯონი დეპი, მსახიობი ამჟამად ინგლისში იმყოფება.