ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, კერძოდ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერიის შესყიდვების სამსახური სკანდალში ეხვევა.
“გურიის მოამბეს” მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ოზურგეთი მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანია “გზამშენ 18”-ს ხელშეკეულება ყოფილი მერის, კოტე შარაშენიძის სახელით გაუფორმა.
თეიმურაზ ჯახვა დვაბზუს შიდა გზებს აწესრიგებს და ამ მიზნით მისმა კომპანიამ 600 ათასი ლარი მიიღო.
კონკრეტულად -კომპანია “გზამშენი 18” სოფელ დვაბზუს (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს და ამისათვის მას ბიუჯეტიდან 590 ათას 467 ლარი გადაერიცხა.
თუმცა, მხარეებმა, ავთანდილ თალაკვაძემ და თემურ ჯახვამ ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერეს, რომ ის არც წაუკითხავთ.
ამას ის ფაქტი მიუთითებს, რომ ოფიციალურ ხელშეკრულებაში ავთანდილ თალაკვაძის მაგივრად ექს მერი კოტე შარაშენიძე ფიგურირებსროგორც მხარე ანუ შემსყიდველი..
აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ ხელშეკრულება სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, სამუშაოები შეჩერდეს და თანხა ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო დვაბზუს შიდა გზების მოწესრიგებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდეს.
მომხდარიდან გამომდინარე შესაძლო დავასკვნათ (დიდი ალბათობით), რომ მსგავსი ლაფსუსები სხვა ხელშეკრულებებშიც იყოს, რაც ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
გთავაზობთ ოფიციალურ ხელშეკრულებას: