2020 წლის მსოფლიოს 24 მნიშვნელოვანი ფოტოამბავი – BBC

მსოფლიოს მასშტაბით წლის მთავარი მოვლენების ამსახველი ფოტოები რომლებიც ფოტოგრაფებმა კადრზე შეაჩერეს, BBC-მ შეკრიბა და 24 ფოტოამბავი მოამზადა.

როიტერი, ფოტოგრაფი: ტრასი ნეარმი. ფოტოზე – 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მარტამდე მასშტაბური ხანძარით დაშავებული ერთ-ერთ ცხოველი, რომელსაც მოხალისე უვლის.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ბრენდან მაკდერმიდი. ფოტოზე – ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც ჩადის ნიუ იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში იანვარში, გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა, კინოპროდიუსერი ნასამართლევი იყო და მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: იარა ნარდი. ფოტოზე – იტალიელი ალპინისტი გაყინულ ჩანჩქერზე ადის მალგა კიაპელაში, იტალიაში.

 

ჩაინა თუდეი, როიტერი. ფოტოზე – მედიკოსები Covid-19-ით ინფიცირებულთა დასახმარებლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ვუჰანის პროვინციაში, ჩინეთში.

 

ეპა-ეფა, ფოტოგრაფი: სტეფანიე ლეკოკო. ფოტოზე – ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანი ბრიუსელში, რომელიც პანდემიას ებრძვის და შესვენებაზეა გასული.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ვილი კურნიავანი. ფოტოზე – ინდონეზიაში, ჯაკარტაში კორონავირუსის მსხვერპლთა სასაფლაოების კომპლექსში კუბო შეაქვთ. აპრილის ბოლოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გლობალურმა სიკვდილიანობამ 200 000 ადამიანს მიაღწია.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ალ ბელო. ფოტოზე – ნიუ-იორკელი დედა-შვილის შეხვედრა პოლიეთილენის გამყოფით პანდემიით ინფიცირების პრევენციისთვის. ისინი ამ ფორმით შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ამერიკაში სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება ძალაში შევიდა.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ფრედრიკ ლერნერიდი. ფოტოზე – კაცი კენიაში, სამბურუს ოლქში, უდაბნოში კალიებს მისდევს. მილიარდობით მწერმა გაანადგურა ნათესები აღმოსავლეთ აფრიკაში, მას შემდეგ, რაც საშუალოზე მეტმა ნალექმა გამოიწვია არახელსაყრელი პირობები.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ჯო რედლი. ფოტოზე – დაჩოქილი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდის მემორიალისა და ნახატის წინ ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. ფლოიდი გარდაიცვალა მაისში, მინეაპოლისში, როდესაც თეთრკანიანი პოლიციელი კისერზე მუხლებით ცხრა წუთის განმავლობაში აჭერდა, ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: დამირ საგოლჯუ. ფოტოზე – ყვინთვის შეჯიბრი. მყვინთავი სტარი მოსტიდან, ასევე ცნობილი როგორც ძველი ხიდი, 454-ე ტრადიციული მყვინთავების შეჯიბრის დროს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარში.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ბრენდონ ბელი. ფოტოზე – დემონსტრანტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს აგვისტოში მართავდნენ, რადგან პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა შავკანიან ჯეიკობ ბლეიკს. 

 

როიტერი, ფოტოგრაფი: მოჰამედ აზაკირი. ფოტოზე – ლიბანის არმიის წევრი მარცვლეულის სილოს ნაშთებს გაჰყვება ბეირუთის პორტის მიდამოში მომხდარი სასიკვდილო აფეთქების შემდეგ. აფეთქდა საწყობი, რომელიც თითქმის 3000 ტონა ამონიუმის ნიტრატს ინახავდა, აფეთქებამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და 5000-მდე ადამიანი დაშავდა.

 

როიტერი, ვასილი ვოდოსენკო. ფოტოზე – ქალი ეხუტება ბელორუსის შინაგან ძალების წევრს მინსკში გამართული დემონსტრაციის დროს. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია სადავო საპრეზიდენტო არჩევნებმა 9 აგვისტოს, რომლის დროსაც არჩეულ იქნა დიდი ხნის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, ხმის გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებების მიუხედავად.

 

გეთი იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ფილიპ პაჩეკო. ფოტოზე – სექტემბერში ხანძრის კვამლმა სან ფრანცისკო დაფარა ნარინჯისფერი ელვარებით. ხანძარის შედეგად დაიღუპა მინიმუმ რვა ადამიანი.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ტომ ბრენერი. ფოტოზე – აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შეხვედრაზე ჯექსონვილში, ფლორიდაში. იმ დღეს, მას და მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ფაიაზ აზიზი. ფოტოზე – ფაშავარში, პაკისტანში, მოსწავლეებს ტემპერატურას უმოწმებენ კლასში შესვლამდე, მას შემდეგ რაც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე სკოლების გახსნა დაუშვა.

 

გეთ იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ბირონ სმიტი. ფოტოზე – ცეცხლი მძვინვარებს მორიას ბანაკში, კუნძულ ლესბოსზე. ხანძარმა საბერძნეთის უდიდესი მიგრანტების ბანაკი გაანადგურა, ათასობით ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: კიმ-ჰონგ-ჯი. ფოტოზე – ოქტომბრის თვეში ქალი სელფს ღებს ვარდისფერი მცენარეების მინდორში, ჰანამში, სამხრეთ კორეაში. 

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ჯიმ ბურგი. ფოტოზე – აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენის პირველი ემოცია დელავერის ქალაქ ვილმინგტონში, მიტინგზე, როცა საინფორმაციო საშუალებებმა გამოაცხადეს მისი ტრიუმფის შესახებ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ევა პლევიერი. ფოტოზე – მეტროპოლიტენის მატარებელი ნიდერლანდების ქალაქ სპიკენისესში  ვეშაპის სკულპტურამ გადავარდნას გადაარჩინა. ლიანდაგების ბოლოს ბარიერი განგრევის შემდეგ. ქანდაკებამ შეაჩერა მატარებელი, რომელიც 10 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდებოდა.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ელოზა ლოპესი. ფოტოზე – მამაკაცი ფილიპინებიდან, სან-მატეოდან, ტაიფუნისა და წყალდიდობის შედეგად დაზინებულ საცხოვრებელ სახლს ასუფთავებს. ნოემბრის ტაიფუნი იყო 21-ე ქარიშხალი, რომელიც ამ წელს ქვეყანას დაატყდა თავს და ათობით ადამიანი დაიღუპა.

 

როიტერი, ფოტოგრაფი: ტოია სარნო ჯორდანი. ფოტოზე – დემონსტრანტი ღებავს სპეცრაზმელის ჩაფხუტს მექსიკოში, ქვეყანაში გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.

 

გეთ იმეჯიზ, ფოტოგრაფი: ბირონ სმიტი. ფოტოზე – ეთიოპიის ტიგრის რეგიონიდან ლტოლვილები ელიან, რომ მათ მეზობელ სუდანში მდებარე ბანაკში გადაიყვანენ. 4 ნოემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა ეთიოპიის სამთავრობო ძალებსა და ტიგრის სახალხო განმათავისუფლებელ ფრონტზე (TPLF) ბრძოლის დროს, ხოლო დაახლოებით 50,000 გაიქცა სუდანში.

 

ეიეფფი, ფოტოგრაფი: მორგან სეტი. ფოტოზე – იაპონიის ჰაიაბუზა-2 კოსმოსური ზონდის კაფსულა იფრქვევა ცაში, სანამ სამხრეთ ავსტრალიაში, ვომერას მახლობლად დაეშვებოდა. კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდის ნაშალი ჩამოაგდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share