დღეს ოზურგეთის სასამართლომ – მოსამართლე ია ბარამიძე – ოზურგეთში მოღვაწე ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის ციხის მეორე საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ებრაელი ბიზნესმენი მეათე დღეა შიმშილობს.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ოზურგეთში მოღვაწე ისრაელის მოქალაქე იგორ ასკაროვი უშედეგოდ ითხოვს ექიმთა კონსოლიუმის შექმნას და მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას.
ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ ასკაროვს დახმარების ნაცვლად ციხის ექიმები მასხრად იგდებენ და 68 წლის მძიმე ავადმყოფს აფერისტს უწოდებენ.
ასკაროვი წინასწარ პატიმრობაშო განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზის, თუმცა ის თავს ანტისემიტიზმის მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს რომ თავდასხმის დროს თავს იცავდა და რა დროსაც ერთი თავდამსხმელი დაჭრა.