პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, გადავადებულიყო, არ იყო დროული – ზურაბიშვილი ნიკა გვარამიაზე

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრას” ეთერში ნიკა გავრამიას დაკავებაზე ისაუბრა .

მან თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ პოლიტიკურად მისი დაკავება არ იყო სწორი ნაბიჯი.

“ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე, არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. მე არ შეიძლება როგორც პრეზიდენტი, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, რომ გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მე მიმაჩნია, რომ არ იყო დროული.შინაარსზე სასამართლოს გადაწყვეტილების არაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ იყო სასჯელის სხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იყო მიღებული, მაგრამ ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share