იურისტი:”აუცილებელია სწრაფადვე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ამ უხეში ხარვეზის გამოსწორება”

“ცხადია კომიკურია, როდესაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ასეთი ტიპის სახელშეკრულებო შეცდომებს რომ უშვებს.
როგორც ჩანს მერიც და მერიის თანამშრომლებიც უყურადღებობით და გაუფრთხილებლობით გამოირჩევიან.
ოზურგეთის მერიას ძველი ხელშეკრულების შაბლონი აქვს გამოყენებული საქმის გასამარტივებლად. ყოფილი მერის სახელის ჩანაცვლება ახალი მერის სახელით კი გამორჩენიათ.
რაც შეეხება უშუალოდ სამართლებრივ მხარეს: ეს შეცდომა არ იძლევა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, რახან მოქმედი მერი აწერს ხელს. თუმცა აუცილებელია სწრაფადვე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ამ უხეში ხარვეზის გამოსწორება”.
გვითხრა იურისტმა გიორგი ნონიაშვილმა.
ცნობისათვის: გუშინ “გურიის მოამბემ” გაასაჯაროვა ხელშეკრულება, რომელშიც ოზურგეთის მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე, კომპანია “გზამშენ 18″ს, 600 ათას ლარიან ხელშეკრულებას, ყოფილი მერის, კოტე შარაშენიძის სახელით უფორმებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share