“როგორ გვეტყობა რომ განმანათლებლობის პროცესი გამოვტოვეთ,რომელიც საფრანგეთში წარმოიშვა აბსოლუტიზმის პირობებში.მე-18 საუკუნეში საფრანგეთის მოსახლეობა სამ ნაწილად დაიყო:
1)მღვდელმსახურება
2)მეფე და თავადაზნაურობა
3)”მესამე წოდება”(აქ შედიოდა წინა ორი წოდების მქონე პირების გარდა ყველა)
მეფემ მიიღო გადაწყვეტილება,რომ გადასახადი მხოლოდ “მესამე წოდებას” გადაეხადა,რითაც მოიგო პარაზიტად ქცეული ზედა ფენის გული.
აი,ამ ფონზე გაჩნდა საფრანგეთში განმანათლებლური მოძრაობა,რომლის იდეოლოგიაც მთლიანად ჰუმანიზმზე ააგეს.
ამ მოძრაობის წყალობით ქვეყანაში მოხდა სერიოზული გარდატეხა.
1)გაჩნდა საკუთრება
2)კანონი აღარ სცნობდა წარმომავლობასა და წოდებას
3)მოხდა ძალთა დეცენტრალიზება
დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეა საქმე
1)საკუთრების უფლება ჩამორთმეულია
2)კანონი მხოლოდ წარმომავლობასა და წოდებას სცნობს
3)ძალაუფლება ცენტრალიზებულია”.
წერს ოზურგეთელი ბლოგერი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე