ვინ უჩივის დავით მჟავანაძეს და რაინდი დუმბაძეს? ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ოზურგეთის საკრებულოში , დავით მჟავანაძემ და რაინდი დუმბაძემ სასამართლო პროცესის შესახებ უწყება მიიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ავრცელებს.
როგორც საკრებულოს დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მისი და რაინდი დუმბაძის დასჯა მხოლოდ იმის გამო სურთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 11 მილიონიანი გრანტი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მხრიდან გაკეთებულ საჩუქრად გაასაღა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დეპუტატებმა კონკრეტულად არ იციან, ვინ არის მომჩივანი მხარე:
”ორშაბათს, 11 საათზე ჩანიშნეს ჩემი და ჩემი კოლეგის რაინდი დუმბაძის სასამართლო პროცესი.
არ გვაპატიეს ის ამბავი, ხალხს რომ გავაგებინეთ 11 მილიონი ევროკავშირის გრანტი, რომ არის და არა პრემიერის საჩუქარი ავთანდილ თალაკვაძის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესასრულებლად.” – წერს მჟავანაძე.