შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციაში გაჩენილმა ხანძარმა მონაზონთა კელიები იმსხვერპლა

ხანძარი იყო ამ დილით ქალაქ ოზურგეთში. შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციაში გაჩენილმა ხანძარმა მონაზონთა კელიები იმსხვერპლა.

შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციასთან დედაოთა საცხოვრებელ სახლში ამ დილით გაჩენილ ხანძარს, სამი საათის განმავლობაში ოზურგეთის სახანზრო სამაშველო ბრიგადის მთელი შემადგენლობა ებრძოდა.

ცეცხლი მონაზონთა საცხოვრებელში, დაახლოებით, დილის 6 საათზე გაჩნდა, როცა მონაზვნები იქვე რეზიდენციის ეზოში არსებულს ეკლესიაში იმყოფებოდნენ. “მთავარ არხთან” საუბრისას მონასტრის სასულიერო პირი, მამა დავითი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად საცხოვრებლის მეორე სართული განადგურდა, დაიწვა პირადი ნივთებიც.

“დილით ადრე, დედები ცისკრის მსახურებაზე იყვნენ გადასული, როცა გადმდიოდნენ საცხოვრებელ კერიებში დაინახეს ცეცხლი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობის ბრალი იყო, დროულად მოხდა დაკავშირება სახანძრო სამსახურთან და მალევე ჩააქრეს. დაზიანდა მეორე სართული მთლიანად, პირველი სართული გადარჩენილია, შენობაში არავინ არ იყო, უბრალოდ, პირადი ნივთები განადგურდა”, – ამბობს მამა დავითი.

ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზსს გამოძიება დაადგენს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share