შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, დღეს ეპარქიის მონასტრის ტერიტორიაზე დედაოთა კელიებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა.
იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.”
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს, დაიწვა 8 ოთახი და განადგურდა თითქმის ყველა ნივთი რაც ტერიტორიაზე იყო. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და მოხდა ხანძრის ლოკალიზება.




ნინე ულუმბელაშვილი
მსგავსი სტატიები
- 93
კათოლიკეებთან კავშირი პირველად დაამყარა გურიის მთავარმა, მამია II გურიელმა, რომელსაც კათოლიკე მისიონერები ლუდოვიკე გრანჯერიო და სტეფან ვიო დხმარებას უწევდნენ 1614 წლის 13 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიასთან ზავის დადებაში. გურიელმა კათოლიკეები ბაილეთში მიიღო, 15 დღის განმავლობაში უმასპინძლა, მათთან ერთად შეხვდა შობას და სთხოვდა მისიონერების გამოგზავნას გურიაში. მისიონერები გურიაში ოცი წლის შემდეგ, 1634 წელს,…
- 93
- 93
“უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტიპენდიის ასაღებად ვიყავი მისული, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, სალარო დაკეტილი დაგვხვდა და ველოდებოდით. დერეფანში, დიდ ფანჯარასთან ქალბატონი ანა კალანდაძე იდგა. ისაა? ნამდვილად ისაა? არაა , კია.. მივუახლოვდი და თავაზიანად მივესალმე, რამდენიმე სიტყვის თქმაც შევბედე. რომ დავრწმუნდი არ ვაწუხებდი ვუთხარი, რომ ოზურგეთიდან, სოფელი ასკანიდან ვარ, რომ ჩვენი ქართულის მასწავლებელი…
- 93
31 წლის ია თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ყავს. კერვა სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. ოზურგეთში ატელიე გახსნა და ბავშვების ხაზით კერვა დაიწყო, მისი ბიზნესი, მალევე ძალიან წარმატებულ საქმიანობად იქცა. – როდის დაინტერესდით კერვით და რატომ? – 18 წლის გავთხოვდი, სამი…