სანამ ვინმე ითხოვს რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – მოკალი რაც შეიძლება მეტი უკრაინელი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„თითოეულ ასეთ ტერორისტულ თავდასხმას უნდა მოჰყვეს მკაცრი პასუხი ევროპის დედაქალაქებიდან: მეტი სანქციები, მეტი იარაღი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.