საქართველოში კორონავირუსით დღეს მერვე, 93-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ინფიცირებული ბათუმში მკურნალობდა. აჭარაში დღეს ეს გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა.