აფრიკის გარეთ “მაიმუნის ყვავილის” 780 შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 780 დადასტურებული შემთხვევაა იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ არ გვხვდება.

ეს დაახლოებით სამჯერ აღემატება 257 შემთხვევას, რომელიც დაფიქსირდა ერთი კვირის წინ.

WHO გლობალური რისკის დონეს “ზომიერად” აფასებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინფექცია ფართოდ გავრცელდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, შემთხვევები დაფიქსირდა 27 ქვეყანაში, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის “ენდემური”. ახალი შემთხვევების უმეტესობა არის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, მცირე რაოდენობით მექსიკაში, არგენტინაში, მაროკოში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია – 207, შემდეგ მოდის ესპანეთი – 156 და პორტუგალია 138.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share