ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს რაინდი დუმბაძეს 50 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დავით მჟავანაძეს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
ოპოზიციას ოზურგეთის მერიამ მშვიდობიანი აქცია პერფორმანსის გამო უჩივლა, რომელიც მათ გასულ კვირას გამართეს და ქალაქში სტიკერები გააკრეს.
ოპოზიციის თქმით მათ ერთგვარი საინფორმაციო კამპანია გამართეს და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 11 მილიონიანი გრანტის თაობაზე, რომელსაც ოზურგეთმა ევროკავშირისგან მიიღო, მათივე თქმით ხელისუფლება ამას მოსახლეობას შეგნებულად უმალავს და მმართველი პარტიის მხარდამჭერები მადლობას ოზურეგთის მერსა და პრემიერ მინისტრს უხდიან. ოპოზიცია გეგმავეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.