ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ის სალომე სამადაშვილს, ხოლო ანდრიუს კუბილიუსი გუბაზ სანიკიძეს შეადარა.
იუკნევიჩიენე წერს, რომ თუ მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, ქვეყნის მიმართ ევროკავშირში მცირედი იმედი არსებობს.
“კარგი, თუ “ქართული ოცნების” მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლის ჩვეული ხაზის გასწვრივ, ვშიშობ, მცირედი იმედი არსებობს საქართველოს მიმართ ევროკავშირში”, – რასა იუკნევიჩიენე.
მან კომენტარი დეპუტატ სალომე სამადაშვილის Facebook პოსტზე დაწერა, რომელსაც გაზიარებული ჰქონდა ევროპარლამენტარების გაშარჟებული ფოტო.