“კარტოგრაფების საქმე” – ოფიციალური ბაქოს პირველი განცხადება

ოფიციალური ბაქოს პირველი განცხადება კარტოგრაფების სკანდალურ საქმეზე-აზრებაიჯანის ელჩის მრჩეველი ამბობს რომ დაწყებული გამოძიება საქართველოს შიდა იურიდიული საქმეა და აზერბაიჯანი ვერ ჩაერევა.

რაც შეეხება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ რომ ყველა კითხვას, რომლიც ამ საკითხის გარეშემო არსებობს, ოფიციალურმა ბაქომ თბილისში, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უპასუხა და პოზიციაც გამოხტა.

კარტოგრაფის ინტერესების დამცველი მატროსოვის ციხეში შევიდა. ადვოკატები კიდევ ერთხელ განმარტავენ რომ მელაშვილისა და ილოჩოვას დაკავების საფუძველი არ არსებობდა და საქმეში არანაირი კონკრეტული მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არ არსებობს.

აზერბაიჯანული მხარე თავს ვალდებულად არ თვლის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე რაიმე კომენტარი გააკეთოს, ეს არაკორექტული იქნება – ამბობს ელდარ ბაირამოვი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი

ქართულ ოცნებაში კი ახალი ნარატივი აქვთ. მათი აზრით, წინა ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის მუხლი დავითგარეჯის საქმის გამო გააუქმა:

როდესაც 300 ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან 1 თვეში, საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი – ამბობს მამუკა მდინარაძე

ივერი მელაშვილს დღეს მატროსოვის ციხეში მისი უფლებადამცველები საქმის მასალებს გააცნობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share