“ქვეყანა სადაც, მილიარდერი ზვიგენების კვებაში მილიონებს, მოქალაქეების კვებაში კი დღეში 90 თეთრს ხარჯავს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქართველებს ახალი წლის დადგომას ულოცავს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას, სადაც მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხალხის ერთიანობის ძალა გადაარჩენს: “როდესაც ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, როცა ათიათასობით ბავშვი შიმშილობს, გათბობის საშუალება არ აქვს, წყურია, სათამაშო და ელემენტარული პირობები არ გააჩნია ….. ✔️ქვეყანა სადაც პურის ფქვილს ხალხი განვადებით ყიდულობს და ხორცის ჭამას თვეში ერთხელაც ვერ ახერხებს. ↘️ ქვეყანა სადაც, მმართველი მილიარდერი ზვიგენების კვებაში მილიონებს ხარჯავს და მის მოქალაქეებს დღეში 90 თეთრად გამოკვებას სთავაზობს. ↘️ ქვეყანა სადაც მინისტრებს საკუთარი ხელფასები ეცოტავებათ და აფრიკის დასახლებაში გაჭირვებული მოსახლეობა ჭერს რომ იკეთებს აგარაკები ჰგონია …. ↘️ ქვეყანა სადაც უსამართლობა, უთანასწორობა ყოველდღიური ცხოვრების წესია …. ↘️ ქვეყანა სადაც მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთადერთი გამოსავალი ემიგრაციაში წასვლაა “….. წერს ლევან ხაბეიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share