რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპების შემქმნელებს შეხვდა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაზე ისაუბრა.
„რუსეთისნაირი ქვეყნის გარედან შემოღობვა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ მსგავსი ღობის აგებას ჩვენს გარშემო. ჩვენ არ გვექნება დახურული ეკონომიკა.
დახურული ეკონომიკა იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა ეგრეთ წოდებული რკინის ფარდა შევქმენით, ჩვენი ხელით შევქმენით, მაგრამ ახლა ამას არ ვაპირებთ, არ გავაკეთებთ. ჩვენი ეკონომიკა ღია იქნება. თუ დასავლეთი ამ გზას გააგრძელებს, მათი ვითარება მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა პუტინმა.