ხვალიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება

ხვალიდან, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. “შემდგომ ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3-დან 16 იანვრამდე. ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“,- განაცხადა გახარიამ 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: