ინფორმაციას ამის შესახებ, ვლადიმირ როგოვმა გაავრცელა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედიები “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციული საბჭოს წევრად” მოიხსენიებენ.
TASS-ის მტკიცებით, ზაპოროჟიეს ოლქიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე 70 ათასი განაცხადი მიიღეს.
რუსეთის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება, ხერსონში 23 პასპორტი დაარიგეს.
25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გაადვილებულად მოხდება.