“ოცნებაში” აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპარლამენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა:

“ქართული ოცნების“ ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დრო რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე უფრო და უფრო მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სალბუნად დადებას”, – ამბობს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share