ოზურგეთელი მძლეოსნების წარმატებული ასპარეზობა ბათუმში

10 – 11 ივნისს ქ. ბათუმში მძლეოსნობაში კარლო გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
გასვლით სპორტულ ღონისძიებაზე წარმატენით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯამსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა. ოზურგეთელებმა ორი პირველი, ერთი მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.
🥇 ქეთევან თევზაძე 800 მ რბენა ( 2005-2006 წწ)
🥇 მერაბ მახარაძე 500 მ რბენა ( 2007-2008 წწ)
🥈 გიორგი მელივა 1000 მ რბენა ( 2005-2006 წწ)
🥉 ვალერი კეჭაყმაძე 1000 მ რბენა
( 2005- 2006 წწ)
🥉 ლიზი ლომაძე 300 მ რბენა ( 2009-2010წწ )
შეჯიბრში მონაწილე და პრიზიორი სპორტსმენები აჭარის სპორტისა და კულტურის სამინისტრომ ფასიანი საჩუქრებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა.
 ოზურგეთის გუნდი შეჯიბრებისთვის მწვრთნელმა მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share