ოზურგეთში დღეს გურიის რეგიონის ღია პირველობა ტაეკვონდოში დაიწყო!
შეჯიბრში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სპორტის სასახლე მასპინძლობს ცამეტი მუნიციპალიტეტი, 220 სპორტსმენით იღებს მონაწილეობას.
შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში , 8 – 16 წლამდელთა შორის მიმდინარეობს.
ფართომასშტაბიანი შეჯიბრის ორგანიზება გურიის ტაეკვანდოს ფედერაციასთან ერთად , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით მოახდინა.
შეჯიბრი ტარდება ტაეკვონდო WT. ოლიმპიურ სახეობაში.
ასპარეზობების დაწყებამდე ტაეკვანდოს გურიის ფედერაციამ, მისმა პრეზიდენტმა ირაკლი ტუღუშმა გაწეული მხარდაჭერისთვის ადგილობრივი ხელისუფლების,მერიის სპორტული სამსახურის წარმომადგენლები, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, მედიის წარმომადგენლები, მსაჯები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე გულშემატკივრები სიგელებით დააჯილდოვა.
დღესვე გიორგი ბერიძეს ( დაბა ურეკის სექცია) შავი ქამარი I დანი WT მიენიჭა.
სპორტული ღონისძიება მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ანსამბლებმა ზენაამა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს.