”არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ უნდა ომი. ვის უნდა ომი? უკრაინელებს უნდოდათ? ის არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია ან კიდევ სხვა ახსნა აქვს, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ?”
ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს. კვლევის თითქმის ყველა შეკითხვა საქართველოში “ომზე” და “მეორე ფრონტის” გახსნაზეა. მათ შორის კითხვები არის “დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მოთხოვნის” შესახებ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: