“როდესაც ოცნების ლიდერები და ‘ექსპერტის’ სტატუსით მოძრავი დაქირავებული შპანა ღიად ადანაშაულებს დასავლეთს საქართველოს იძულებაში ჩაერთოს ომში, და ამას უკავშირებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე შესაძლო უარს
როდესაც პრემიერად დასმული პირადი ადიუტანტი ღიად ემუქრება დასავლეთს, თუ სტატუსზე უარი იქნება, ყველაფერს ‘ავხდი ფარდასო’
როდესაც ამ ყველაფერის ფონზე ბიძინა არ გამოდის და ამ სალაფავზე მიშვებულ კოლტს საჯაროდ არ ეუბნება თქვენ ბიჭო, შიგ ხომ არ გაქვთო
ეს ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ხდება მისი ხელდასმით
შესაბამისად, რა სიმართლეებიც არ უნდა ჩააქსოვოს ხოლმე ქ-ნმა სალომემ თავის გამოსვლებში (და ნამდვილად აქსოვს ხოლმე), მანამ სანამ ბიძინას არ დაადებს პირდაპირ ხელს, როგორც არსებული რეალობის მთავარ შემოქმედს, და ეცდება მის დისტანცირებას პროცესებისგან ‘სტალინმა არ იცოდა’ პრინციპით, როგორც დიუსელდორფში იტყვიან – ჩალის ფასი აქვს ასეთ გამოსვლებს”
– ასე ეხმაურება გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს.