დაბა ლაითურში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გიორგი ხიდიბეგიშვილი რამდენიმე ადგილობრივს ე.წ. “კანონიერ ქურდებთან” უჩივის
დაბა ლაითურის გამგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ სცემა რის შემდეგაც საქმეში ურთიერთობის დარეგულირების მიზნით კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერივნენ
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დაბა ლაითურში გიორგი ხიდიბეგაშვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ სცემა.
როგორც “გურიის მოამბეს” ლაითურიდან გვატყობინებენ, ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა. როცა დაბის გამგებელმა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე კაბინეტში დაიბარა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების მტკიცებით ნაცემი სოფლის ხელმძღვანელი, ე.წ. “კრიმინალურ ავტორიტეტებთან”| გაიქცა და დახმარება ამ უკანასკნელებს სთხოვა.
ხიდიბეგაშვილი “გურიის მოამბესთან” მომხდარზე არ საუბრობს და პოლიციის პრეს სამსახურისაკენ გვამისამართებს.
მასთან საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა არც მისმა მოადგილემ ამირან მესხიძემ მოგვცა:
“ჩვენ აქ ვართ ქველმოქმედებისთვის, გვაცადეთ ქველმოქმედება! ხელს გვიშლით ბატონებო! დატოვეთ აქაურობა!” – გაიძახოდა მესხიძე წამდაუწუმ.
ოპოზიციაში მომხდარს სავალალოს უწოდებენ და მიიჩნევენ რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კრიმინალთან ერთად მართავს და ლაითურში მომხდარი ამის კლასიკური მაგალითია.
მმართველი პარტიის კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი და საქმიანობა ახალი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება ამ სფეროს წარმომადგენლების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა.
როგორც დაბა ნარუჯიდან გვატყობინებენ, ოზურგეთის მერის თანაშემწედ ნარუჯის ტერიტორიულ ორგანოში კრიმინალური ავტორიტეტი დაინიშნა.