“ნაძარცვი, სისხლიანი ფულით ფინანსდებიან” – კობახიძის მორიგი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ კრიტიკულ მედიას ესხმის თავს და ამბობს, რომ “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი” “ნაძარცვი, სისხლიანი ფულით” ფინანსდება.

“რაც შეეხება შავ ფულს, ვიცით რა, რომ 25 მილიონია სარეკლამო შემოსავლები სამივე ტელევიზიის, ხარჯები არის დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი. ზუსტადაც შემიძლია გითხრათ რამდენჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, ამას უნდა ჰქონდეს თავისი წყარო და ეს წყაროც ვიცით ვინ არის – კონკრეტული პოლიტიკური ძალა “ნაცმოძრაობა” მისი წარმომადგენლებით, კეზერაშვილი, ნაყოფია, სააკაშვილი, ისინი აფინანსებენ ძირითადად ამ ტელევიზიებს. თქვენი უამრავი კოლეგა საუბრობს იმაზე მაგალითად, რომ კონვერტებით იღებენ ხელფასებს, ანუ საერთოდ არ ფიქსირდება არც შემოსავალი, არც ხარჯი. ანუ შავი ფული ტრიალებს და მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ფული, რომელიც ნაძარცვია 2004-2012 წლებში, როდესაც “ნაცმოძრაობა” ძარცვავდა მოსახლეობას. მაგალითად კეზერაშვილი ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ის რეკეტიორი იყო და დღეს არის ე.წ. მედია მფლობელი. ნაძარცვი, სისხლიანი ფულით აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიებს, ამ შემთხვევაში ორ ტელევიზიაზეა საუბარი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share