“სანქციები ივანიშვილს ვერ შეაშინებს…ეს კარგად უნდა გაიაზროს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა…ასევე თითოეულმა მოქალაქემ”- კობახიძე

“როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები ისედაც მოქმედებს, აქ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ეს გულუბრყვილო წარმოდგენა, როგორიც აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ თითქოს ვიღაცის უმუშევრობის გამო მოხვდა რაღაცა რეზოლუციაში. რეზოლუციამდე იყო ეს ირიბი სანქცია, რაც პირდაპირ თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა და სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ გაიგო თუ არ გაიგო, ეს თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ირიბი სანქციები მანამდეც მოქმედებდა, რეზოლუციაში  ეს უბრალოდ აისახა კონკრეტული ლობის წყალობით და როცა ადვოკატი იმასაც ამბობს რომ ეს ირიბი სანქციები ივანიშვილს ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ”.

აცხადებს ოცნების თავმჯდომარე კობახიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share