“რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს, ზედმეტად დემოკრატიულია”- ჯემალ ქარჩხაძე

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევდა, რომ რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს – ზედმეტად დემოკრატიულია:

“რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.

ღმერთის პრობლემა საჭოჭმანო პრობლემაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც საბუთზე მიდგება საქმე, მისი არსებობის მთავარი დამადასტურებული საბუთი ისაა, რომ ის ყოვლისშემძლე არაა.

ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა – ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს, უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულს თელავდეს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share