„ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილი ივანიშვილთან ჩაუშვა“

პოლიტოლოგი გია ნოდია სოცქსელში წერს:

„სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ ბიძინასთვის ეთქვა: კობახიძე-ღარიბაშვილი შენზე კარგად არ მუშაობენ, მათი ბრალია, რომ ასეთი ცუდი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ჩემზე რომ დაგედო ფსონი, მე ევროპაში უფრო კარგად მოვაკვარახჭინებდი საქმეს.ყველა „ოცნების“ დისიდენტი ამ გზას გადის: ურტყამს ბიძინას ვეზირებს, მაგრამ თავად ბიძინას უფრთხილდება: იქნებ ის აზრზე მოვიდეს და მიხვდეს, ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი. სალომემაც მიანიშნა თლა-უფროსს, რომ კობახიძის და ღარიბაშვილის ტყვეობიდან მისი გამოხსნა უნდა.აქამდე ამ თამაშიდან არავის არაფერი გამოსვლია, მეეჭვება სალომემაც რამეს მიაღწიოს. თუმცა, ბიძინასას რას გაიგებ. არ გამოვრიცხავ, რომ მან რომელიმე თავისი ვეზირის დასჯა მაინც გადაწყვიტოს – ეს სხვა საქმეა.აქციების გაორებაც ბიძინასთვის, წესით, მომგებიანია, თუმცა ირაკლებისთვის არასასიამოვნოა, რაკი ინიციატივა სალომესგან მოდის.რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებას, ამ საკითხთან სალომეს ინიციატივა საერთოდ არ არის კავშირში. თუ რაიმე გადაწყვეტილება 17-ში უნდა გამოცხადდეს, 16-ის მიტინგი მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share