თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე მოხდა, დაშავებულია ორი პირი.
“სახეში მომხვდა ძალიან დიდი ქვა. ბოთლის ნატეხები ჰქონდათ, რომლითაც მომაყენეს დაზიანებები სხეულზე. დაგვიშინეს შუშის ბოთლები, ქვები და ამ დროს, ჩვენმა ტრანსგენდერმა მეგობარმა მიიღო დაზიანება შუშის ბოთლით, გავიქეცით პოლიციას ვეძახეთ, თუმცა, პოლიციის მხრიდან რეაგირება იყო ნული”. – ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულასთან საუბარში.
შსს-მ ფაქტზე გამოძიენა სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.