“ჩვენ გვესმის, რომ საერთაშორისო ტენდენციას ვერ ავცდებით, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შემთხვევაში გაყიდვების მარჟები იყოს მინიმალური, ისე, რომ ეფექტი რაღაც სპეკულატიური არ იყოს და კონკრეტულმა სუბიექტებმა ზედმეტად ვერ მოახერხონ, სიტუაციით ისარგებლონ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე.
ამის გამო, კონკურენციის სააგენტოს პრემიერმა დაავალა ბაზრის მოკვლევა და საკმაოდ ღრმა ანალიზი გაკეთდა. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სხვადასხვა ჯგუფთან და ვფიქრობ, რომ მათთან მკაფიოდ გაანალიზების შედეგად ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მარჟები იქნება მინიმალური. ანუ სპეკულატიურად, ხელოვნურად ფასების გაზრდის საშუალებას არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ამაზე პრემიერ-მინისტრი მკაფიო განცხადებებს აკეთებს და ეს არის დავალება ჩვენ მიმართაც, რომ მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია და შევინარჩუნოთ მინიმალური ფასები ან მიახლოებული, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, თუმცა სამწუხაროდ, ტენდენციები სახარბიელო ნამდვილად არ არის” – ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი TV იმედის ეთერში, საწვავის ფასზე.